ახალი ამბები
ზუგდიდში “თავისუფალი დემოკრატების“ ოთხმა წევრმა პარტია დატოვა
"თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებმა: ლაშა ადეიშვილი, ნუგზარ სარია, ლაშა ფარცვანია და ედიტა კოდუამ პარტია დატოვეს. ოთხივე ზუგდიდის საკრებულოების მოქმედი დეპუტატია. ყოფილი "დემოკრატების" ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ქვეყნისთვის უფრო მეტის გაკეთებას შეძლებენ. 

"პოლიტიკურ ველზე რთული გზა გავიარეთ "თავისუფალმა დემოკრატებმა" და ამ გავლილი გზით ვამაყობთ. ჩვენთვის ყოველთვის ვიწრო პარტიულ ინტერესებთან შედარებით უფრო მაღლა იდგა სახელმწიფოებრივი ინტერესები. მომავალშიც ამ სულისკვეთებით განვაგრძობთ საქმიანობას.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "თავისუფალი დემოკრატების" რიგებში განვითარებული მოვლენების გამო ვწყვეტთ პარტიულ საქმიანობას, რადგანაც ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციაში ყოფნით ამოვწურეთ ჩვენი შესაძლებლობები და მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით უფრო მეტი შევძლოთ და გავაკეთოთ ქვეყნისთვის, მისი მომავლისათვის და კეთილდღეობისთვის. მადლობა ჩვენს მხარდაჭერებს თანადგომისთვის, ბრძოლისთვის. მუდამ ვიქნებით ქვეყნის სამსახურში", - ნათქვამია განცხადებაში.




Print