ახალი ამბები
ავიაკატასტროფა კოლუმბიაში - ლაინერში ბრაზილიის საფეხბურთო გუნდი იმყოფებოდა
სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელშიც ბრაზილიის საფეხბურთო გუნდი „შაპეკოენსე“ იმყოფებოდა, კოლუმბიაში კატასტროფა განიცადა.

ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, სამგზავრო თვითმფრინავში BAE Avro RJ85, რომელიც ბოლივიიდან მოფრინავდა, 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, ქალაქ მადელინის აეროპორტში დაშვებისას დაისმხვრა. წინასწარი მონაცემებით, 6 ადამიანი გადარჩა.

კატასტროფის ადგილიდან პირველი ფოტოები ტვიტერზე გამოცემამ "აღმოსავლეთ ანტიოქიის სიახლეები" გამოაქვეყნა.

ოფიციალური ინფორმაციით, ეკიპაჟი ძრავის პრობლემების შესახებ იტყობინებოდა. ადგილობირივ მედიის ცნობით, პილოტები საწვავის დაბალი დონის შესახებ იძლეოდნენ სიგნალს.

სამძებრო - სამაშველო ოპერაციაში კოლუმბიის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენია ჩართული.

Print