ახალი ამბები
საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ზუგდიდის ცენტრალურ პარკში
ასოციაცია „ათინათის“ და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით ზუგდიდის ცენტრალურ პარკში საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენა-გაყიდვისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე რამდენიმე საშობაო ხის ქოხი დაიდგა, რომელიც გირლიანდებით იყო განათებული. აქვე იყო გამოფენილი საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები. სტუმრებმა ტკბილეული და ცხელი სასმელებიც დააგემოვნეს და ასოციაციისა და მოწვეული მოხალისეების მიერ დამზადებული სუვენირები შეიძინეს. საღამო საახალწლო მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.

აქ მოსულმა სხვადასხვა ასაკის ადამიანებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები ხშირად უნდა იმართებოდეს ქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს.

"მოხალისეები ცდილობენ, რომ ის საშობაო განწყობა შექმნან, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის აუცილებელია შობა-ახალი წლის წინა დღეებში", - აღნიშნა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თათი თოდუამ.

"დღეს რაც მე აქ ვნახე, არის მართლა ძალიან ლამაზი, იმიტომ რომ პირველად ხდება ასეთი რაღაც ზუგდიდში. ძალიან ბევრი რამ შევიძინე, ყველაფერი ხელნაკეთია და ლამაზი", - თქვა დიზაინერმა სოფიო ხარჩილავამ.

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გვიან საღამომდე გაგრძელდა.



Print