ახალი ამბები
ხორცისა და ხორცპროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულოა
2017 წლიდან ხორცის ბაზარზე რეალიზაციისთვის ახალი მოთხოვნები გაჩნდა. 1 იანვრიდან ძალაში „საქონლის ხორცისა და ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი შევიდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პროდუქციის ეტიკეტზე ყველა სახის ინფორმაცია უნდა ჩანდეს, რომელიც მის ვარგისიანობაზე მიუთითებს.

„ხშირად ხორცისა და ხორცპროდუქტების ხარისხი ძალიან დაბალია, ხოლო მათი შემადგენლობა - გაურკვეველი. ჩვენს ბაზარზე ხორცის სახელით იყიდება ისეთი პროდუქტი, რომელსაც ხორცის შემცვლელი უნდა ეწეროს, რადგან მისი შემადგენლობა არ შეესაბამება ნამდვილი ხორცის შემცველობას. სინამდვილეში ხორცის ნაცვლად ვყიდულობთ სოიოს შემცველ პროდუქციას, ან სხვადასხვა დარღვევასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნა სურსათის ექსპერტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა დალი წულაიამ.

აქამდე ეტიკეტირება ნებაყოფლობითი იყო, ამიერიდან კი, ყველა მწარმოებელი ვალდებული იქნება სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს და ეს შეეხება ყველა სახის ცხოველისა და ფრინველის ხორცს.






Print