ახალი ამბები
რადიო "ათინათი" მკითხველს ბოდიშს უხდის
1 თებერვალს რადიო "ათინათის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით: "როლანდ ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო". აღნიშნული ინფორმაცია არის ძველი და არ შეესაბამება სიმართლეს. რადიოს ახალი ამბების განყოფილება აცნობიერებს პასუხისმგებლობას და მკითხველს დაშვებული შეცდომის გამო ბოდიშს უხდის.

რადიო "ათინათი" ყოველთვის ცდილობს და მომავალშიც ეცდება აუდიტორიას გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის ყოფილი პროკურორი როლანდ ახალაია სასამართლომ ერთ-ერთ ბრალდებაში, რომელიც ანაკლიაში პატრიარქის რეზიდენციის მშენებლობას შეეხებოდა, უდანაშაულოდ 2015 წლის 20 მარტს ცნო.

Print