ახალი ამბები
ყოფილი "ნაციონალები" ზუგდიდის საკრებულოში ახალ ფრაქციას ქმნიან
ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" შეიქმნება.ამის შესახებ დღეს ახლადდაფუძნებული პარტიის შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელიც ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში გაიმართა.

პარტიის წარმომადგენლების ცნობით, ფრაქციაში სამი დეპუტატი თინათინ თოდუა, ზვიად ჯგერენაია და ლაშა შუკაშვილი იქნება. ამ ეტაპზე თავმჯდომარის ვინაობა უცნობია.

ცნობისთვის, "ნაციონალურ მოძრაობას" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 45-კაციან საკრებულოში 14 დეპუტატი ჰყავს. შესაბამისად, აღნიშნული ფრაქციის ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ ყოფილი მმართველი პარტია 11 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

Print