ახალი ამბები
ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს (ვიდეო)
ზუგდიდში, ლევან II დადიანის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამვლელებმა შემთხვევით იპოვეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, გარდაცვლილი წელს ქვემოთ ნახევრად შიშველია, თუმცა პირველადი დათვალიერებით მას ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. თვითმხილველების თქმით, მას ჩანთა და ოქროს სამკაულები თან ჰქონდა. ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზაში გადაასვენეს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print