ახალი ამბები
ზუგდიდში ხვალ დასაქმების ფორუმი გაიმართება

კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგი" ხვალ, 14 თებერვალს, ქალაქ ზუგდიდში, კინოთეატრ "ატრიუმის" მიმდებარე ტერიტორიაზე, დასაქმების ფორუმს გამართავს.

ფორუმი ღია ცის ქვეშ 10:00 - დან 12:00 საათამდე გასტანს.

აღნიშნულ კომპანიაში დასაქმების მსურველებს საშუალება ექნებათ, დამსაქმებლებს შეხვდნენ და სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაცია მიიღონ. ფორუმის მონაწილეები რეგისტრაციას ადგილზე გაივლიან.

 

 

Print