ახალი ამბები
ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა
ტელეკომპანია ”რუსთავი 2” საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა. ამის შესახებ წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა „კურიერის“ სპეციალურ გამოშვებაში განაცხადა. მისი თქმით, ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც შესაძლოა ტელევიზიამ მიმართოს.

”გვერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი ჩვენთვის. ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც შესაძლოა ტელევიზიამ მიმართოს, თუმცა, ჩვენ დღეს სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. ჩვენი დუმილით ჩვენ შევეცდებით ხმა ყველას მოგაწვდინოთ",- განაცხადა უდუმაშვილმა.

ამ დროისთვის ტელეკომაპანიას მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს.

Print