ახალი ამბები
მესხიას უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი ჩინეთში გაემგზავრება
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ფესტივალ-კონკურსზე „ბათუმი 2016“ გრან-პრით დაჯილდოვდა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ფესტივალის საგზური მიიღო. ღონისძიებას ორგანიზება კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშწყობის საზოგადოებამ გაუწია.

უნივერსიტეტში მოცეკვავის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები პროფესიულ დონეზე ეუფლებიან ქართული ხალხური ცეკვის საშემსრულებლო ხელოვნების თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებსა და სამსახიობო ოსტატობას. გარდა ქართული ხალხური ცეკვებისა, გარკვეული საათები ეთმობა მსოფლიო ხალხთა ცეკვებს.

ვემზადებით კონცერტისთვის და ყოველდღიურ რეჟიმში საათობით ვმეცადინეობთ. დაგეგმილი გვაქვს სხვადსხვა კონკურს-ფესტივალზე გამოსვლა“, - თქვა რადიო „ათინათთან“ ქორეოგრაფმა გიორგი მოსიამ.

უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსაბლის დებიუტი 2016 წელს „სტუდენტურ დღეებში“ შედგა. მათ პირველი ტური გადალახეს და დასკვნით ეტაპზე ჟიურის მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის საზოგადოება. ანსამბლი დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება და თავისი წვლილი შეაქვს უნივერსიტეტისა და ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.

Print