ახალი ამბები
ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმს მხარი დაუჭირა
ევროსაბჭომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო. გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მიღებული რეგულაცია ცვლის 539/2001რეგულაციას და საქართველო გადაყავს „დანართი II“-ით განსაზღვრული ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ’’, - აღნიშნულია განცხადებაში.

საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი ხელს 1 მარტს  მოაწერენ.

Print