ახალი ამბები
სახალხო დამცველმა ქართულ-აფხაზურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და მისი აპარატის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ქარულ-აფხაზურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.მისი მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის განხილვა.

შეხვედრას, რომელიც გასულ კვირაში გაიმართა, პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ქართველი და აფხაზი სპეციალისტები ესწრებოდნენ. განსახილველი თემები მოიცავდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, არასრულწლოვნების, უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებსა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების მნიშვნელობას. შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ უნგრეთის ერთ-ერთ ქალთა დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო პროგრამებს და უნგრეთის პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობას.

სახალხო დამცველის ძალისხმევითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შექმნილი დიალოგის ეს ფორმატი 2014 წლიდან მიმდინარეობს და შეხვედრების რეგულარულ ციკლს მოიცავს. იგი ევროსაბჭოს პოლიტიკური დირექტორატის ნდობის აღდგენის ინიციატივების ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის აღდგენას.



Print