ახალი ამბები
ყოფილი საჯარო მოხელეების მოთხოვნა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების, მაია ღურწკაისა და ქეთო ტაბაღუას საქმის განხილვა დაასრულა. სასამართლომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

კერძოდ, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მაია ღურწკაია ატესტაციის გასაუბრების ეტაპს ხელახლა გაივლის. რაც შეეხება ქეთო ტაბაღუს, სამსახურში მისი აღდგენა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება, თუმცა მას ექნება შესაძლებლობა გამგეობას მისი პოზიციის მიზანმიმართულად გაუქმების ან მორალური ზიანის მიყენების გამო კვლავ უჩივლოს.

"საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მაგრამ ეს ჩემი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას არ ნიშნავს. ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას კი არა და უარსესაც ველოდი დღეს ძალიან მეცოდებიან მოსამართლეები ვიცოდი,რომ მათზე იქნებოდა ზეწოლა, მოსამართლე ისეთ მდგომარეობაშია ვერც შამფური დაწვა და ვერც მწვადი. მე ვაგრძელებ ბრძოლას და მზად ვარ ხელახლა გავიარო გასაუბრება", - განაცხადა მაია ღურწკაიამ.


ცნობისთვის, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი მაია ღურწკაია და კულტურის განყოფილების თანამშრომელი ქეთო ტაბაღუა დაკავებული თანამდებობებიდან, გასული წლის ნოემბერში, ჩატარებული ატესტაციის შედეგად გაათავისუფლეს. გამგეობის სამსახურიდან და აიპ-ებიდან, სხვადასხვა მიზეზით, ათობით ადამიანი დაითხოვეს. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულები მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან მათი დათხოვნა უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

Print