ახალი ამბები
TI: სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში სახელფასო დანამატის სახით 204 183 ლარი გაიცა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორების ადმინისტრაციაში 2016 წელს გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წინა წელთან შედარებით, გაცემული თანხის რაოდენობა გაზრდილია.

გასულ წელს სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა - 204 183 ლარი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში გაიცა. პრემიის სახით კი ამავე უწყების თანამშრომლებმა 31 890 ლარი მიიღეს. ყველაზე მეტი პრემია 65 415 ლარი - კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ქვეყნის მასშტაბით, გუბერნატორების ადმინისტრაციაში ჯამში 1 363 948.61 ლარი (პრემია - 395 437 ლარი, სახელფასო დანამატი - 968 511.61 ლარი) გაიცა. 2015 წელს კი 1 114 928.69 ლარი გაიცა (პრემია - 463 817.5 ლარ, სახელფასო დანამატი - 680 111.19 ლარი)

Print