ახალი ამბები
აფხაზეთში ,,არჩევნების’’ მეორე ტური გაიმართება
დე ფაქტო აფხაზეთის 13 საარჩევნო უბანზე დეპუტატები არჩეულია, 22 უბანზე კი მეორე ტური ჩატარდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მათივე ცნობით, ,,საპარლამენტო არჩევნების'' მეორე ტური 26 მარტს გაიმართება.

ცნობისთვის, აფხაზეთის პარლამენტში 35 სადეპუტატო ადგილისთვის 137 კანდიდატი იბრძოდა. მათგან 113 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმმა, ხოლო 24 – პოლიტიკურმა პარტიებმა ("აინარი", "ამცახარა", "აფხაზეთის სახალხო ფრონტი" და "აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი) წარმოადგინეს. კანდიდატებს შორის არიან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, ყოფილი შს მინისტრი რაულ ლოლუა, ყოფილი პრემიერი სერგეი შამბა.

Print