ახალი ამბები
ლოტბარი ისლამ ფილფანი გარდაიცვალა
4 თვიანი ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში ლოტბარი და მომღერალი ისლამ ფილფანი გარდაიცვალა. მას 16 მარტს საკუთარ სოფელში, ლენჯერში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

იგი წლების განმავლობაში ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლ "რიჰოს" ხელმძღვანელი იყო. ხელოვანი არაერთხელ მიიწვიეს საფრანგეთში სვანური სიმღერებისა და ჭუნირზე დაკვრის შესასწავლად.  გარდა ჭუნირისა, იგი შესანიშნავად უკრავდა ჩონგურზე, კარგად იცოდა მეგრული სიმღერებიც და ერთი პერიოდი ზუგდიდის ანსამბლ "ჩელას" ლოტბარობდა.

გასულ წელს კულტურის სამინისტრომ ისლამ ფილფანს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის "ხელოვნების ქურუმის" წოდება მიანიჭა.


Print