ახალი ამბები
მიხეილ ჯანელიძე ჯონ მაკკეინსა და რონ ჯონსს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში სენატორებთან ჯონ მაკკეინთან და რონ ჯონსონთან შეხვედრა გამართა.  საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორებს საერთაშორისო არენაზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები. 

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.

მათ კიდევ ერთხელ შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის გამო, რომელიც საქართველოს რეგიონების ანექსიას ისახავს მიზნად. სენატორების თქმით, ისინი მზად არიან მომავალშიც ხელი შუწყონ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავებას.

Print