ახალი ამბები
9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა
საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით 1989 წლის 4 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქცია სასტიკი დარბევით დასრულდა. საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების შემოჭრას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
Print