ახალი ამბები
პრეზიდენტმა ზუგდიდში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ზუგდიდში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მანამდე, პრეზიდენტმა ე.წ. ფაიფურის დასახლებაში მცხოვრებ 91 ოლგა ცალანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

გიორგი მარგველაში ზუგდიდში იმყოფება, ის საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში მიიღებს მონაწილეობას.

Print