ახალი ამბები
ფოთის წისქვილკომბინატში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ფოთის წისქვილკომბინატში აფეთქება, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ელევატორში მყოფი ორი თანამშრომელია დაშავებული, მათ სხვადსხვა სახის დაზიანება, მათ შორის, დამწვრობა მიიღეს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურები და საპატრულო ეკიპაჟები. აფეთქების მიზეზებზე ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.


Print