ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ფოტოკონკურსი „წარმოაჩინე შენი სოფელი“ დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ფოტოკონკურსი - „წარმოაჩინე შენი სოფელი“ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

პირველი, მეორე და მესამე ადგილები Facebook -ზე like -ების რაოდენობით გამოვლინდება. გარდა ამისა, სპეციალური ჟიური თავის რჩეულს დაასახელებს.

საკონკურსო ფოტომასალები 20 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ელ. მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it  მიიღება. საკონკურსო ფოტოს გამოგზავნისას მსურველებმა სოფლის სახელწოდება და მოკლე აღწერა უნდა მიუთითონ.

გამარჯვებულის ვინაობა 2017 წლის 28 ივლისს გახდება ცნობილი.

საპრიზო ადგილზე გასულები მუნიციპალიტეტის გამგეობისგან სხვადასხვა საჩუქარს მიიღებენ:

I ადგილი - ფოტოაპარატი
II ადგილი - პლანშეტი
III ადგილი - მობილური ტელეფონი

ჟიურის რჩეულს კი სპეციალური საჩუქარი გადაეცემა.

Print