ახალი ამბები
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვითი სამუშაოები დროებით შეჩერდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვითი სამუშაოები დროებით შეჩერდა. გამგეობაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი უამინდობაა და სამუშაოები გამოდარების შემდეგ განახლდება. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, თხილის მხოლოდ 2 200 ჰა ფართობია დამუშავებული.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები უამინდობის გამო 8 ივნისის ნაცვლად 17 ივნისს დაიწყო. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 14 213 ჰა ფართობია დასამუშავებელი. მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შ.პ.ს ,,ზუგდიდაგროსერვის"-თან ერთად ახორციელებენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამლვა დაიწყო (ვიდეო)

სამეგრელოში აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაობი ორშაბათიდან მასიურად დაიწყება

აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები 8 ივნისს დაიწყება

სამეგრელოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება

აზიური ფაროსანას დამჭერი ხაფანგების დამონტაჟება დაიწყო



Print