ახალი ამბები
საქართველო 125 ქვეყანას შორის უსაფრთხო ქვეყნების შვიდეულში შევიდა
კვლევითი პორტალის NUMBEO–ს „დანაშაულის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო 2017 წელს 125 ქვეყანას შორის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების შვიდეულში დასახელდა. კვლევის მიხედვით, საქართველოში უსაფრთხოების დონე მაღალია, დანაშაულის რაოდენობა კი - დაბალი. Numbeo-ს მონაცემებით, საქართველოში დანაშაულის ინდექსია - 20.83, უსაფრთხოების ინდექსი - 79.17.

Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც, მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს. მის სტატისტიკას ხშირად იყენებენ ცნობილი საერთაშორისო მედიასაშუალებები, მათ შორის,. BBC, Time, Forbes, The Economist, Ney York Times, The Telegraph, the Washington Post და ა.შ.


Print