ახალი ამბები
მუნიციპალიტეტებმა 2017 წლის ბოლომდე ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა უნდა მიიღონ (ვიდეო)
2017 წლის ბოლომდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა უნდა მიიღოს. ამის შესახებ დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ეკატერინე გრიგალავამ რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების, ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაცია გააცნო.



ფოტო: სამხარეო ადმინისტრაცია

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუაც ესწრებოდა.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს 2016 წლის 1 აპრილის საქართველოს მთავრობის №160 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასა“ და ,,ნარჩენების მართვის 2016-2020 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას“.

აღნიშნული გეგმების შესადგენად მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება.

თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.



Print