ახალი ამბები
მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიამ გზები დააზიანა
გადაუღებელი წვიმების შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზები დაზიანდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა.

"სამუშაო ჯგუფები ადგილებზე უკვე მუშაობენ და გზებზე არსებული პრობლემები უახლოეს დღეებში აღმოიფხვრება", - თქვა ჟორჟოლიანმა. 




ფოტო: მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა


ადიდებულმა ღელემ სოფელ იფარში გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზაც დააზიანა. გარდა ამისა, ადიდებულმა ღელემ საფრთხე შეუქმნა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებსაც, თუმცა მოსახლეობას ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება. 



ფოტო: მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა

ამ დროისთვის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდვების გარეშე ხორციელდება.

მესტიის მუნიციპალიტეტში გადაუღებელი და ძლიერი წვიმები 20-21 ივნისს იყო.


Print