ახალი ამბები
Gem Fest-ის სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის (ვიდეო)
2 კვირაში მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ,,Gem fest'' სტარტს აიღებს. ფესტივალის ორგანიზატორებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიების გეგმა და განახლებული ინფრასტრუქტურა ჟურნალისტებს გააცნეს.



Gem fest-ის დამფუძნებლის გიორგი სიგუას თქმით, ეს იქნება მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი.

,, წელს gem fest-ის მასშტაბი ბევრად გაზრდილია. ფესტივალზე 500-მდე მსოფილიოში ცნობილი არტისტი დაუკრავს, რაც ასევე მსოფლიო რეკორდი არის. ფესტივალის მიმდინარეობისას აქ 3000-მდე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება’’, - თქვა სიგუამ.



კარვების ქალაქის მენეჯერი გოგი კახიძე ამბობს, რომ Gem fest-ის ტერიტორიაზე 2500-ზე მეტი ახალი კარავი განთავსდება, სადაც 10 000 დამსვენებელი დაბინავდება.



საფესტივალო ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ხელისუფლება 800 ათას ლარს ხარჯავს. დასრულებულ და მიმდინარე სამუშაობზე ჟურნალისტებსინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ მიაწოდეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდს, რეაბილიტირდა ანაკლია-ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა.



საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „Gem-fest“ პირველად 2015 წელს ჩატარდა. ანაკლია-განმუხურის სანაპირო წელს ფესტივალს ერთი თვის განმავლობაში უმასპინძლებს.

Print