ახალი ამბები
პეტრო პოროშენკო მესტიას ესტუმრა
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოჯახთან და დელეგაციის წევრებთან ერთად მესტიას ეწვია.
უკრაინის პირველ პირს მესტიაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, უმასპინძლეს.

პეტრო პოროშენკო მარგიანების სახლ-მუზეუმს ეწვია და სვანური კოშკი დაათვალიერა. უკრაინის პრეზიდენტს სვანეთში მახშვის სკამი უსახსოვრეს.

დღესვე უკრაინის პრეზიდენტი ბათუმში გაემგზავრება, სადაც საინვესტიციო ფორუმში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
Print