ახალი ამბები
გუდაუთაში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამინი დაიღუპა და 60 - მდე დაიჭრა
გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში საბრძოლო მასალების საწყობში 2 ივლისს მომხდარი აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, მათი ცხედრები შემთხვევის ადგილის მახლობლად აღმოაჩინეს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, აფეთქების შედეგად 60 - მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, მათგან ნახევარზე მეტი - რუსეთის მოქალაქეები არიან.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, პრომორსკოედან ევაკუირებულია მოსახლეობა, საგანგებო შემთხვევის ზონა შემოკავებულია და მას ძალოვანები აკონტროლებენ. ცალკეული აფეთქებები ამ დრომდე ისმის, აცხადებს დე ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრი ასლან კობახია.

აფეთქების მიზეზებს ამ დრომდე არკვევენ. დაჭრილები, რომელთა უმრავლესობა ტურისტები არიან, გუდაუთის, ათონის და სოხუმის საავადმყოფეობში გადაიყვანეს.


Print