ახალი ამბები
რაულ ხაჯიმბა გუდაუთაში მომხდარი აფეთქების მიზეზებზე საუბრობს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გუდაუთაში სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთ მიზეზად სამხედროების მხრიდან სამსახურისადმი გულგრილი დამოკიდებულება დაასახელა. მისი თქმით, უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს სამხედრო საწყობში ხანძარის შედეგების ლიკვიდირება.

"ეს არსენალი მთელ ტერიტორიაზეა მოფენილი. რუსეთის მეშვიდე ბაზა ჩვენს სამხედროებთან ერთად მზად არის ამ ტერიტორიის გაწმენდა ჩაატაროს. ამის ორგანიზება ჯერ კიდევ გუშინ უნდა მომხდარიყო. მოდით, არ დავიძინოთ და ეს სამუშაო უმოკლეს დროში დავასრულოთ", - აღნიშნა მან.

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ პრიმორსკში 2 აგვისტოს სამხედრო საწყობში გაჩენილი ხანძრისა და აფეთქების შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა და ორი რუსი ტურისტი დაიღუპა.
Print