ახალი ამბები
ფოთში მაშველებმა 5 ადამიანი გადაარჩინეს
საგანგებო სიტუაციათა მართვის ცენტრის მაშველებმა ფოთში ზღვიდან 5 ადამიანი გამოიყვანეს.უწყების ინფორმაციით, 3 ბავშვი, მათი მამა და ახლობელი ქალი ადიდებულმა ტალღებმა ზღვის სიღრმეში გაიტაცა, თუმცა მაშველებმა ისინი უვნებლად ამოიყვანეს.

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე მათ პირველადი სამედიცინო დახმარება მაშველებმა აღმოუჩინეს. ყველა ტურისტი თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

წყარო: Ipn.ge
Print