ახალი ამბები
მესტიაში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენს ამ დრომდე ელოდებიან (ვიდეო)
მესტიაში, ბაგურიანის მთაზე ტყის მასივისთვის გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს ამ დრომდე ელოდებიან. საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ურთულესი რელიეფის გამო ცეცხლის ჩაქრობა ძნელდება.

"ფაქტობრივად, ვერ ვახერხებთ სპეციალური ტექნიკის შეყვანას ხანძრის ტერიტორიის მიმდებარედ. ჩვენთან შეყობინება დღეს შემოვიდა და სახანძრო-სამაშველოს სამსახურის წარმომადგენლები მაშინვე გავიდნენ ადგილზე", - უთხრეს რადიო "ათინათს" უწყების პრესსამსახურში.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული სატყეო სააგენტოც.




"დაახლოებით 2ჰა ტყის მასივში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, რის მიზეზადაც მაღალი ტემპერატურა და სავარაუდოდ მოსახლეობის დაუდევნობა სახელდება. ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონალური სამსხურის თანამშრომლები, მობილიზებულია სახანძრო ტექნიკა. რთული რელიეფური და გეოგრაფიული მდებარეობის გამო ხანძრის სრული ლიკვიდაცია ამ ეტაპზე ვერ ხერხდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, წუხელ გაჩნდა, დილიდან კი 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

ამავე თემაზე:

მესტიაში ტყის მასივი იწვის
Print