ახალი ამბები
GEM Fest-ის თანამშრომლების ნაწილი ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს
GEM Fest-ის თანამშრომლების ნაწილი ფესტივალის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. ამის შესახებ ბილეთების კონტროლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ცოტნე ვართაგავამ განაცხადა.

"ხვალ სამ საათზე შევიკრიბებით დადიანების სასახლის ეზოსთან, ერთად წავალთ საიაში, სადაც სარჩელის მოსამზადებელ პროცედურებს გავივლით. ვიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას", - უთხრა რადიო "ათინათს" ვართაგავამ.

ფესტივალის თანამშრომლების აქცია დასრულებულია.  გახსნილია ფესტივალზე შესასვლელიც, აღდგენილია მანქანების მოძრაობა.

GEM Fest-ის თანამშრომლების ნაწილი კუთვნილი ხელფასის 500 ლარის ჩარიცხავს ითხოვს. მათი თქმით, შრომითი ხელშეკრულებაც აქვთ დადებული, რომელსაც ხელს გიორგი სიგუა აწერს.

GEM fest-ის ადმინისტრაციაში დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით რადიო "ათინათს" განუცხადეს, რომ ინფორმაციას არ ფლობდნენ, ამ დროისთვის კი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.



თანამშრომლებს დილიდან გადაკეტილი ჰქონდათ ფესტივალის მთავარი შესასვლელი, მოგვიანებით კი ხელფასების მოთხოვნით შესასვლელი განმუხურიდანაც გადაკეტეს.

ამავე თემაზე:

GEM Fest-ის თანამშრომლების ნაწილმა ფესტივალზე განმუხურიდან შესასვლელიც გადაკეტა

GEM Fest-ის თანამშრომლების ნაწილმა დახმარებისთვის საიას მიმართა (ვიდეო)

GEM Fest-ის თანამშრომლების ნაწილი ანაკლიაში აქციას მართავს
Print