ახალი ამბები
მაშველები ხაიშში, მდინარე ენგურში ჩხოროწყუს მკვიდრს ეძებენ
მეოთხე დღეა, მაშველები ხაიშში, მდინარე ენგურში შუახნის მამაკაცს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ჩხოროწყუს მკვიდრია. საგანგებო სიტუაციების მართვის საააგენტოში აცხადებენ, რომ ჩქარი დინების გამო მამაკაცის პოვნა რთულდება.

„დაახლოებით, 30 კილომეტრი სრულად არის შემოწმებული და აქ ზედაპირული სამუშაოებია, დანარჩენ ადგილას კი ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, პოვნის შანსი ამ ეტაპზე მინიმალურია“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ სააგენტოში.

უწყების ცნობით, ნაპოვნია ავტომობილი, თუმცა მის ამოყვანას ვერ ახერხებენ.

სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ცნობით, კიდევ ერთ დაკარგულს, ენგურში კალა-უშგულის მონაკვეთზე გადავარდილი მანქანის მძღოლსაც ამ დრომდე ეძებენ. 

Print