ახალი ამბები
განმუხურის სანაპირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
დარჩელი - განმუხურის საავტომობილო გზის 6 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. ასევე, აშენდა ახალი რკინა-ბეტონის ხიდი, გაკეთდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო შემოფარგვლა.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, დასრულებულ სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული საგზაო მონაკვეთი ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობას ვერ უზრუნველყოფდა.

,,ჩვენ უკვე დავასრულეთ გზის სრული რეაბილიტაცია. აქ მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარი და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ ზონებში, სადაც დამსვენებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მოვაწესრიგოთ საგზაო ინფრასტრუქტურა. წლევანდელ სეზონზე ადგილობრივები და აქ ჩამოსული სტუმრები ახალი და კომფორტული გზით უკვე სარგებლობენ’’, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

სამუშოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

Print