ახალი ამბები
დღეს ფერისცვალებაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერიცვალების დღესასწაულს აღნიშნავს.საპატრიარქოს ცნობით, მცხეთის სამთავროს მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას აღავლენს, რომლის შემდეგ ხილს აკურთხებს.

ფერიცვალების დღესასწაული უფლის უდიდეს 12 დღესასწაულთა შორისაა. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა თაბორის მთაზე 3 მოციქულის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა.



Print