ახალი ამბები
მინისტრი: თხილის მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია
სოფლის მეურნეობის სამინისტროში თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების განვითარების მიზნით შექმნილი სათათბირო საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა სხდომაზე თხილის სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილეს და ყურადღება თხილის მავნებელ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე გაამახვილეს. საუბარი ასევე შეეხო, თხილის ფორუმთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს.


სხდომაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა ანგარიში წარმოადგინა. სხდომის წევრებმა ასევე მოისმინეს ანგარიში თხილის სოკოვანი დაავადებების გავრცელების შესახებ. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, თხილის მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს და პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად ფერმერებთან ეფექტიანი კომუნიკაცია დაასახელა. ყურადღება ასევე, სახელმწიფოში მაღალი სერვისის ლაბორატორიის ქონაზე გამახვილდა.

სხდომას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თხილის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.