ახალი ამბები
ე.წ. მეფრინველეობის დასახლების მცხოვრებლები: მეორე თვეა წყალი არ მოგვეწოდება
ზუგდიდში, ჭითაწყარის მეფრინველეობის დასახლების მცხოვრებლებს, რომლებსაც რამდენიმე თვეა წყალი არ მიეწოდება საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობი“ წევრი ანა წითლიძე შეხვდა. ადგილობრივები პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

„მეორე თვეა რაც წყალი არ გვაქვს. აქ ავადმყოფები და ბავშვები ცხოვრობენ, პირველ სართულს არაუშავს, მაგრამ მაღალ სართულებზე ვერ ეზიდებიან. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ“, - ამბობენ ადგილობრივები.

დეპუტატი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს მოსახლეობას დაუყოვნებლივ მოუგვაროს პრობლემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიის წევრი, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს.

Print