ახალი ამბები
გუდაუთაში კოლხური ბზის სათბური მოეწყობა
მავნებელმა მწერმა ბზის ალურამ აფხაზეთში, 15 ათას ჰექტარზე არსებული კოლხური ბზის დიდი ნაწილი გაანადგურა. ამჟამად, ნარგავები მხოლოდ 4 ათას ჰექტარზე შემორჩა. აფხაზი ეკოლოგების ინფორმაციით, ბზის ალურა აფხაზეთში სოჭის 2012 წლის ოლიმპიადის დროს, იტალიიდან ჩამოტანილ ნერგებს შემოყვა.

ამ დროითვის, კოლხური ბზის მოშენებას სათბურის პირობებში საზოგადოებრივ - ეკოლოგიური ორგანიზაცია "აპსაბარა" გეგმავს, რომელსაც მეთოდურ დახმარებას ეკოლოგიის ინსტიტუტი გაუწევს. სათბური გუდაუთის რაიონ სოფელ მგუდზირხვაში მოეწყობა. სანერგე მასალა ბზიფის ხეობაში შეირჩა.

„აპსაბარას“ ეკოლოგები ამ გზით განადგურების პირას მყოფი რელიქტური მცენარის გადარჩენას შეეცდებიან.


Print