ახალი ამბები
„ამცახარა“ გალში აფხაზური გვარების აღდგენის პროცედურის გამარტივებას გეგმავს
გალში ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ამცახარას“ რეგიონული ოფისი გაიხსნა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე ალხას კვიცინიამ რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი სურამ ჯინჯოლია ოფიციალურად წარადგინა. მან განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში პარტიის ხელმძღვანელობას განსახილველად გალის რაიონში არსებული პრობლემების ჩამონათვალს წარუდგენს.

ერთ-ერთ ასეთ საკითხად კვიცინიამ გალის რაიონის მცხოვრებლების აფხაზური გვარების აღდგენის გამარტივებული პროცედურა და პასპორტიზაციის საკითხი დაასახელა.


«ბოლოს და ბოლოს, ჩვენ უნდა შევამციროთ ბიუროკრატიული ბარიერები, რადგან ადამიანებს წლების განმავლობაში არ უხდებოდეთ საბუთების შეგროვება. თუ ბერიას დროს ზუხბა 24 საათში ზუხბაიად იქცეოდა, ნუთუ ჩვენ ჩვენს ქვეყენაში ერთი თვის განმავლობაში ვერ ამოვიღებთ სწორედ იმ ერთ ასოს“, - აღნიშნა ჯინჯოლიამ.


Print