ახალი ამბები
უკრაინისა და საქართველოს დევნილთა სამინისტროების წარმომადგენლების შეხვედრა ზუგდიდში
უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ტუკამ საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ზუგდიდის ტექნოპარში შეხვედრა გამართა. ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტის „ტექნიკური დახმარება უკრაინის მთავრობას საქართველოს გამოცდილების გაზიარების გზით“ შედეგებსა და ორ სამინისტროს შორის იძულებით გადაადგილების თემაზე შემდგომი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.



2017 წლის მარტში ორ სამინისტროს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლები მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც ისინი საკუთარ გამოცდილებას გაცვლიან.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტის ფარგლებში, საქართველოსა და უკრაინის სამინისტორების წარმომადგენლები ორივე ქვეყანაში იმყოფებოდნენ, სადაც ერთმანეთის მუშაობის სპეციფიკასა და სისტემას გაეცნენ.

პროექტს ლტოლოვილთ დანიის საბჭო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტმანეტის მოსახლეობის ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ახოციელებს. მისი მიზანი უკრიანის მთავორბის ტექსნიკური შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერებაა, რათა მან იძულებით გადაადგილების შედეგად წარმოშობილ პრობლემეზე რეაგირება საქართველოს გამოცდილების გაზირებით შეძლოს და კავშირები მხარეებს შორის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაამყაროს.

Print