ახალი ამბები
კახა მიქაია: ლაშა გოგია დღესაც „ნაციონალური მოძრაობის“ უსაფრთხოების თანამშრომელია (ვიდეო)
„დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა კახა მიქაიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. მან ამის დასტურად მანდატი წარმოადგინა, რომელშიც მითითებულია, რომ გოგია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის უსაფრთხოების თანამშრომელია. აღნიშნულ დოკუმენტს ვადა 2006 წელს გაუვიდა.

„გოგია ყველა ოპონენტს უმტკიცებს, რომ ის არასოდეს ყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წევრი. მას ახალი მანდატი აქვს, მარცხენა გულის ჯიბეში „ნაციონალური მოძრაობის“. ამ მანდატს აწერია უსაფრთხოების თანამშრომელი. ლაშა გოგია დღესაც „ნაციონალური მოძროაბის“ უსაფრთხოების, კუდ-ის თანამშრომელია“, - ამბობს მიქაია.

გარდა ამისა, მან მმართველი პარტიის ამჟამინდელი წევრების, მაჟორიტარობის კანდიდატებისა და გამგებლების „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობის დამადასტურებელი მანდატები წარმოადგინა. მისი მტკიცებით, მანდატები 2013 წლით თარიღდება, როცა ხელისუფლებაში უკვე “ქართული ოცნება“ იყო. მისი თქმით, მანდატებს ხელს მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი აწერენ.

მიქაია აღნიშნული პარტიული მანდატების გაგზავნას ენერგეტიკის ყოფილ მინისტრის და თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის სახელზე ფოსტით გეგმავს.

„თქვენ არჩევანი წაართვით ადამიანებს. არ არსებობს არჩევანი „ნაციონალურ მოძროაბას“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. არჩევანია „ნაციონალებსა“ და პორტირებულ „ნაციონალებს“ შორის. ადამიანები იძულებულები არიან, თქვენ მიერ პორტირებულ "ნაციონალებს" დაუჭირონ მხარი იმის შიშით, რომ „ნაციონალები“ არ დაბრუდნენ ხელისფლებაში“, - თქვა მიქაიამ.

„ქართული ოცების“ საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მიქაიას მიერ მოპოვებულ დოკუმენტი ყალბია.

„მარტივად შეიძლება დღეს ნებისმიერი რამის დამზადება. 21-ე საუკუნეში ამის პრობლემა არ არსებობს. მათ მიერ გავრცელებულ მანდატზე არის ლაშა გოგიას დღევანდელი ფოტო. ამასთან ამ მოწმობაზე არ არის შტრიხკოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტი არის გაყალბებული.“, - განაცხდა დავით კოდუამ.



ფოტო: ლაშა გოგიას საარჩევნო შტაბი

„ქართული ოცნების“ შტაბში ლაშა გოგიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრობას გამორიცხავან და ამბობენ, რომ ამ ფაქტს აუცილებლად გამოიძიებენ.

ენმ-ის ზუგდიდის ოფისიში კი აცხადებენ, რომ გოგიას და სხვა ადამიანებს, რომელთა მანდატები დღეს მიქაიამ წარმოადგინა, პარტია ოფიციალურად დღემდე არ დაუტოვებიათ.

„ისინი დღემდე ირიცხებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრად. ეს მანდატები სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არის ნამდვილი, თუმცა გაუგებარია საიდან მოხდა კახა მიქაიას ხელში“, - აღნიშანა ენმ-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ.

Print