ახალი ამბები
სეს:აზიური ფაროსანას მსგავსი მწერის 24 სახეობაა გავრცელებული

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში აზიური ფაროსანას მსგავსი მწერის 24 სახეობაა გავრცელებული. სააგენტოს ცნობით, ისინი

ძალიან ჰგვანან ფაროსანას, თუმცა აღნიშნულ სახეობებს ჰყავთ ბუნებრივი მტრები და მასობრივი გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

აზიური ფაროსანა (halyomorpha halys) სასოფლო-სამეურნეო, ტყის და დეკორატიული კულტურების საშიში მავნებელია. აზიანებს ხეხილოვან, მარცვლოვან, ბოსტნეულ და სხვა კულტურებს.

როგორ განვასხვავოთ აზიური ფაროსანა სხვა მსგავსი სახეობებისგან,ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ საინფორმაციო ბროშურაში.


 

Print