ახალი ამბები
შსს-მ ზუგდიდში კორპუსიდან ქალის გადმოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შს სამინისტრომ ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან ქალის გადმოვარდნის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე სს კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ზუგდიდში საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან ახალგაზრდა ქალი, დაახლოებით, ერთი სათის წინ გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, ის სავარაუდოდ, სარეცხს ფენდა. დაშავებული უგონო მდგომარეობაში სასწრაფო სამედიცინო სახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. სავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის თქმით, მისი დმგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში რეანიმაციული პროცედურები უტარდება.

ამავე თემაზე:

მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდში კორპუსის მეოთხე სართულიდან ქალი გადმოვარდა
Print