ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე
სართულიდან გადმოვარდნილი ქალი გარდაიცვალა.
ინფორმაცია რადიო „ათინათს“ ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა ნიკოლოზ
ჭეჟიამ დაუდასტურა.
„პაციენტს აღენიშნებოდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი თავის ტვინი
დაზიანებები“, - აღნიშნა ჭეჟიამ.
შს სამინისტრომ ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი
კორპუსის მეოთხე სართულიდან ქალის გადმოვარდნის ფაქტთან დაკავშირებით
გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე სს კოდექსის 115-ე მუხლით
არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
შსს-მ
ზუგდიდში კორპუსიდან ქალის გადმოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მეოთხე სართულიდან
გადმოვარდნილი ქალის მდგომარეობა მძიმეა
ზუგდიდში კორპუსის
მეოთხე სართულიდან ქალი გადმოვარდა
მასალის გამოყენების პირობები