ახალი ამბები
ზუგდიდში კორპუსიდან გადმოვარდნილი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია რადიო „ათინათს“ ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა ნიკოლოზ ჭეჟიამ დაუდასტურა.

„პაციენტს აღენიშნებოდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი თავის ტვინი დაზიანებები“, - აღნიშნა ჭეჟიამ.

შს სამინისტრომ ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან ქალის გადმოვარდნის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე სს კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

შსს-მ ზუგდიდში კორპუსიდან ქალის გადმოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდში კორპუსის მეოთხე სართულიდან ქალი გადმოვარდა
Print