ახალი ამბები
თეა წულუკიანმა პროფესიული დღესასწაული თანამშრომლებს ზუგდიდში მიულოცა
იუსტიციის სახლის დღე ზუგდიდში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნეს. მინისტრმა თეა წულუკიანმა პროფესიული დღესასწაული თანამშრომლებს პირადად მიულოცა.

„წელს გადავწყვიტეთ, რომ ეს დღე თანამშრომლებთან ერთად გვეზეიმა ზუგდიდში. ეს ფილიალი 2014 წელს აღმოჩნდა ფეხბედნიერი, იმიტომ რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გვაახლოებს ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან. ამ დარბაზში, სადაც ახლა ვდგავართ ისინი ზოგი ჩუმად, ზოგი ღიად გადმდიან და ღებულობენ იმ სერვისებს, რომელიც მათ სჭირდებათ. გვინდა, რომ ყველა იცოდეს, აქ არის ფილიალი, რომელიც ქვეყნის გაერთანებისთვის გადადგმულ ნაბიჯებში მონაწილეობს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან მალე გამთლიანებულ საქართველოში შევძლებთ ამ დღის აღნიშვნას“, - განაცხდა წულუკიანმა.




აღნიშნულ ღონისძიებას იუსტიციის სახლის ყველა ფილიალის თანამშრომლი, იუსტიციის სამინისტროს სისტემის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

15 ოქტომბერი იუსტიციის სახლის დღედ 2016 წლიდან, იუსტიციის სახლის ფილიალების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაწესდა.

Print