ახალი ამბები
ბიზნესმენის დაჭრის ფაქტზე ამ დრომე არავინ დაუკავებიათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში ბიზნესმენის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. მათივე ცნობით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. უწყებაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ლევან ქუჩულორია საკუთარ სახლში ბიზნეს პარტნიორმა და მეგობარმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

მას ოპერაცია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაუტარდა, რის შემდეგ ის თბილისში ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

Print