ახალი ამბები
უხვმა ნალექმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ობუჯში, ფახულანში და ჩქვალერში შიდა საუბნო გზები ჩამორეცხა. გუბერნიის ადმინისტრაციის ცნობით, გამგეობის შესაბამისმა სამსახურებმა გზები გაწმინდეს და ამ დროისთვის ავტომობილები შეუფერხებლად მოძრაობენ.

ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები წააქცია ფოთში. ამ დროისთვის კი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ელექტროენერგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, პრობლემურ კერებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტრომომარაგება ეტაპობრივად აღდგება.

Print