ახალი ამბები
აქციის მონაწილეებთან კობა ქანთარია მივიდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებს შეხვდა და მათ სიმშვიდისა და გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მას უთხრეს, რომ, თუკი კონკრეტულ პასუხს ვერ მიიღებენ, არ დაიშლებიან.

„თქვენი პრობლემის შესახებ არაერთხელ დავაყენეთ საკითხი ცენტრალურ მთავრობაში, არ იფიქროთ, რომ უყურადღებოდ ხართ“, - უთხრა მათ ქანთარიამ.

აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისფლებისგან აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაციის შესახებ კონკრეტულ პასუხს ითხოვენ. მათ ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრალური საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი. აქცია „ენმ“-ის ორგანიზებით იმართება.

Print