ახალი ამბები
ამომრჩეველი 21 ოქტომბერს სამი ფერის ბიულეტენს მიიღებს
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველი სამი ფერის ღია ცისფერ, ვარდისფერ და ღია მწვანე ბიულეტენს მიიღებს. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ანა მიქელაძის განმარტებით, უბანზე მისული ამომრჩეველი პარტიას ან ბლოკს, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს და მერს აირჩევს.

“ღია ცისფერი ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის, რითაც ამომრჩეველი საარჩევნო პარტიას ან საარჩევნო ბლოკს აირჩევს. ვარდისფერი ბიულეტენი განკუთვნილია საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად. ღია მწვანე ფერის ბიულეტენი კი - თვითმმართველი ქალაქის მერის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად”, - აღნიშნა მიქელაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.


Print